შოდაი ტოჩინოშინისთვის უხერხულ მეტოქედ რჩება (ვიდეო)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოზე მეექვსე ბრძოლა გამართა. ლევანს შანსი ჰქონდა, მოგება-წაგებათა რაოდენობა გაეთანაბრებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.

მას უხერხული მეტოქე ჰყავდა – შოდაი, რომელთან წაგებაც 2018 წელს იმპერატორის თასის დაკარგვად დაუჯდა. შოდაიმ აჯერადაც არ მიუშვა ახლოს ქართველი მებრძოლი, თავად მძლავრად მიაწვა და იორიკირის ილეთით ტოჩინოშინი დოჰიოდან გადაიყვანა.

მეშვიდე დღეს, 19 სექტემბერს ლევანის მეტოქე დაიეიშო იქნება.