შობის წინ პრემიერლიგის ლიდერი, ბოლო ცხრა შემთხვევიდან რვაჯერ ჩემპიონი გახდა
შობის წინ პრემიერლიგის ლიდერი, ბოლო ცხრა შემთხვევიდან რვაჯერ ჩემპიონი გახდა

პრემიერლიგაში მე-18 ტური დაიწყო, რომელიც ლიდერმა „ლივერპულმა“ გახსნა. მან სალაჰისა და ვან დეიკის გოლებით, სტუმრად 2:0 „ვულვერჰემპტონი“ დაამარცხა. იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო, 48 ქულა დააგროვა და „მანჩესტერ სიტის“ ოთხი ქულით უსწრებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ „ლივერპული“ გათამაშების ცხრილში პირველ ადგილს, შობამდე შეინარჩუნებს. საინტერესოა, რომ პრემიერლიგის ბოლო ცხრა სეზონიდან რვაში ჩემპიონი ხდებოდა ის გუნდი, რომელიც შობის წინ ლიდერი იყო

ერთადერთი გამონაკლისია – 2013-14 წლების სეზონის „ლივერპული“, რომელმაც ფინიშზე ორი ქულა „მანჩესტერ სიტისთან“ დათმო.