ავსტრალია შობის კუნძულზე ლტოლვილთა ბანაკს ისევ გახსნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ავსტრალიის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე ლტოლვილებს კონტინენტზე საავადმყოფოებით სარგებლობის საშუალება ეძლევათ.
შობის კუნძული ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. წლების განმავლობაში, კუნძულზე ბანაკი არსებობდა, რომელსაც ათასობით ლტოლვილი აფარებდა თავს. ბანაკის დახურვის გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღეს. მიზეზი მასშტაბური დემონსტრაციების გახდა – აქტივისტები ბანაკებში არსებულ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებდნენ.
შობის კუნძულზე ლტოლვილთა ბანაკის გახსნა ავსტრალიაში საყოველთაო არჩევნებს უსწრებს, რომელიც მაისშია დაგეგმილი. ქვეყნის ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. კრიტიკოსებს შორის არიან გაერო და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები.