შობის დღესასწაულს საფრანგეთში გაფიცვით ხვდებიან
შობის დღესასწაულს საფრანგეთში გაფიცვით ხვდებიან

შობის დღესასწაულს საფრანგეთში გაფიცვით ხვდებიან. დედაქალაქში არ მუშაობს მეტროს არც ერთი ხაზი.

არ მუშაობს არც პარიზისა და ქალაქების დამაკავშირებელი მატარებლები და ავტობუსები. პრეზიდენტ მაკრონის მოწოდების მიუხედავად, რომ პროფესიულ კავშირებს დღესასწაულების პერიოდში პაუზა გამოეცხადებინათ, გაფიცვა მაინც გრძელდება.

გაფიცვის მონაწილეები მთავრობის ახალ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. საფრანგეთის პრეზიდენტის ინიაციატივით, არსებული საპენსიო სისტემა უნდა შეიცვალოს და ის ქულათა სისტემაზე იქნება დაფუძნებული.

პროფესიულ კავშირებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 7 იანვარს უნდა გაიმართოს.