შმეიხელი ფიფა-ს - ნეიმარი სამარცხვინოდ იქცევა, გააგდეთ მოედნიდან
შმეიხელი ფიფა-ს - ნეიმარი სამარცხვინოდ იქცევა, გააგდეთ მოედნიდან

დანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მეკარე პეტერ შმეიხელი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი ზღვარს გადავიდა და ფიფა-ს მოუწოდებს, მის სიმულაციაზე ყურადღება გაამახვილოს.

„ვულოცავ ბრაზილიის ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას. ძალიან კარგია, როდესაც ჩემპიონობისთვის ბრძოლას სახელგანთქმული ნაკრებები აგრძელებენ – ტურნირს ხომ ისედაც ბევრი გრანდი გამოაკლდა, მაგრამ დაუჯერებელია, ნეიმარი მექსიკასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რომ აღიარეს. აუცილებელია, ფიფა-მ ყურადღება გაამახვილოს, ის მოედანზე როგორ იქცეოდა. სამარცხვინო საქციელი – უფრო შესაფერისი სიტყვა არ მოიძებნება. მისი მცდელობა, რომ მეტოქეებს ყვითელი ბარათები მიაღებინოს, გამაღიზიანებელია. ფიფა-ს კი მივმართავ – ეს ის არ არის, რისი ნახვაც გვსურს. ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს თეატრი თავიდან მოვიშოროთ, ამიტომ მას ჯერ ყვითელი ბარათი აჩვენეთ, მერე წითელი და რაღაცას მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდება” – ამბობს შმეიხელი ტელეკომპანია RT-თან ინტერვიუში.