შმაგი და გელა ბოლქვაძეები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავნები – ფრიდონ აბულაძე (60 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგან შმაგი და გელა ბოლქვაძეები ნახევარფინალში იჭიდავებენ. შმაგი ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ ულვი განიზადეს შეხვდება, ნახევარფინალში გელას მეტოქე კი გერმანელი პასკალ ეისელე იქნება.
ნახევარფინალები – 18:45-ზე გაიმართება.
დღესვე, 20:00 საათიდან, ბუდაპეშტში ფინალურ ბლოკში ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მედლების პირველი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. ორ წონით კატეგორიაში ოქროს მედლებისთვის ქართველები იბრძოლებენ.
ფინალში ნუგზარ წურწუმია (55 კგ) აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის დაუპირისპირდება.
აზერბაიჯანელი მეტოქე ეყოლება ფინალისტ ლერი აბულაძესაც (63 კგ) – ტელეჰ მამადოვი.
87კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლისთვის რობერტ კობლიაშვილი იჭიდავებს.