შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, გ.ც. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, 45000 ლარად ღირებულ „მაზის“ მარკის ავტომანქანას. გ.ც.-მ ავტომანქანა გარდაბნის რაიონში შავი ლითონის მიმღებ პუნქტში7000 ლარად ჩააბარა, ხოლო სანომრე ნიშნები და აკუმულატორები გადამალა.

„პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად წარსულში იგივე დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ც. დააკავა, ხოლო შავი ლითონის მიმღები პუნქტიდან მაზის მარკის ავტომანქანა, ასევე, გადამალული სანომრე ნიშნები და აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 -ე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი