შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასპინძაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასპინძაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ი.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ი.ს.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1971 წელს დაბადებულ გ.გ-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ს. მომხდარიდან ერთ საათში, ცხელ კვალზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიალაში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო