შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ პავილიონი კომენტარის გარეშე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ პავილიონი სათადარიგო გასასვლელით, კომენტარის გარეშე დატოვა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მინისტრმა ვერ გაბედა შეკრებილ მომიტინგეებთან გამოსვლა და ის არის მშიშარა მინისტრი.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი რუსთაველზე გადაინაცვლებენ და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „ტვ პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად იმყოფებოდა. გადაცემის პარალელურად ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ყოველ საღამოს იკრიბებიან.