შიდა უსაფრთხოების და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა
შიდა უსაფრთხოების და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ტომას ბოსერტმა თანამდებობა დატოვა.
„პრეზიდენტი მადლობელია ტომას ბოსერტის მიერ ამერიკის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბოსერტის გადადგომის მიზეზებს არ ასახელებენ. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ტომას ბოსერტი იძულებული გახდა, თანამდებობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში დონალდ ტრამპის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მოთხოვნის შესაბამისად დაეტოვებინა.