შიდა ქართლში, რაზმითის ხეობაში ხანძარია

17:25, 26.08.2019

შიდა ქართლში, ატენში, რაზმითის ხეობაში ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი წიწვოვან ხეებზეა გავრცელებული.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან.

ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

მსგავსი