შიდა ქართლში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდა
შიდა ქართლში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდა

შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდა.

სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტში დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით 100 000 ლარამდე გამოიყო. საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 1 050 დევნილ ოჯახს გადაეცემა.