შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

10:42, 22.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით  2005 წელს დაბადებული მ.თ. და 1997 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 10 000 ლარამდე ღირებულების ელექტრომოწყობილობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

კომპლექსურად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი