შევჩენკო კიევში დაბრუნდა - უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ ზელენსკისგან დავალება მიიღო #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო რუსეთის წინააღმდეგ ომში სამშობლოს სასიკეთოდ აგრძელებს მუშაობას.
„ანდრი შევჩენკო UNITED 24-ის (პლატფორმა უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო შემოწირულობების შეგროვებისთვის) პირველი ელჩი გახდა“,- იუწყება ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური Telegram არხი.
„ანდრიმ თავისი შრომითა და სპორტული მიღწევებით საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ნდობა მოიპოვა. ახლა კი მას ახალი მნიშვნელოვანი მისია აქვს – მსოფლიოს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ აცნობოს და წარმართოს თავისი უფლებამოსილება ჩვენი სახელმწიფოსთვის საერთაშორისო დახმარების გაზრდისკენ. დარწმუნებული ვარ, შენ ყველაფერი გამოგივა“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან შევჩენკო აქტიურად მუშაობს საინფორმაციო ფრონტზე, მოუწოდებს მსოფლიოს, მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ უკრაინას.