შეთანხმების თანახმად, ბირთვული განიარაღების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური დახმარების გარანტია ექნება
შეთანხმების თანახმად, ბირთვული განიარაღების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური დახმარების გარანტია ექნება

როგორც სეულში ამბობენ, სამხრეთ კორეის და ჩინეთის მთავრობაში შეთანხმდნენ, რომ ბირთვული განიარაღების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური განვითარება გარანტირებული უნდა იყოს. ამის შესახებ  Reuters-ი  წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს განცხადება სეულში იმ დროს გაკეთდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი, ჩინეთის პრემიერ -მინისტრ ლი კეციანთან და იაპონიის მთავრობის მეთაურ სინძო აბესთან ერთად სამმხრივ სამიტში მონაწილეობს.

მოლაპარაკებების მთავრი თემა ჩრდილოეთ კორეასთან სამომავლო ურთიერთობებია.

სეული და პეკინი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ სარკინიგზო პროექტზე დაიწყებენ მუშაობს. კერძოდ, ორი ქვეყნის სარკინიგზო მაგისტრალით დაკავშირება ჩრდილოეთ კორეის გავლით მოხდება.

შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს გამართულ ისტორიულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩემ ინმა და სამხრეთ კორეის ლიდერმა, მუნ ჯე ინმა სამშვიდობო ინიციატივები გაახმიანეს. ფხენიანში განაცხადეს, რომ ბირთვულ პოლიგონს დახურავენ და ბირთვული განიარაღების გეგმაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.