შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია - ფრანგული მედიის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენს“ მესიც შეუერთდება #1TVSPORT
შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია - ფრანგული მედიის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენს“ მესიც შეუერთდება #1TVSPORT

არგენტინელი თავდამსხმელი კარიერას საფრანგეთში, პსჟ-ში გააგრძელებს, – იუწყება ფრანგი ჟურნალისტი საბერ დეფერჟი. მისი და ევროპული მედიის სხვა წარმომადგენლების ინფორმაციით, პარიზული გრანდის ხელმძღვანელობა მესის უკვე მოელაპრაკა და ხელშეკრულება ოფიციალურად უახლოეს მომავალში გაფორმდება.

გუშინ, 5 აგვისტოს „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ კატალონიური კლუბის ლეგენდამ, ლიონელ მესიმ მათი რიგები დატოვა.

„ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელი არგენტინელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა და კატალონიური კლუბის ყველა წარმატება უშუალოდ ლიონელ მესისთან იყო დაკავშირებული.

მესიმ და „ბარსელონამ“ ათჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი, შვიდჯერ ესპანეთის თასი და რვარჯერ – სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი არგენტინელმა კატალონიურ კლუბთან ერთად ოთხჯერ იზეიმა.