შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი იანვრამდე გახანგრძლივდეს
შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი იანვრამდე გახანგრძლივდეს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მზად არის, განიხილოს კლუბებთან ერთად ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივდება, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“.

როგორც გამოცემა იტყობინება, ეს დაეხმარება კლუბებს – აღადგინონ ბიუჯეტის ბალანსი ტურნირების გადადებისა თუ გაუქმების გამო. ამ საკითხის განხილვა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ელოდებიან, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ფინანსური ზარალის გამო, კლუბები მოერიდებიან მსხვილი ტრანსფერების განხორციელებას.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპაში შეჩერებულია ყველა ჩემპიონატი, გარდა ბელარუსისა. ასევე შეწყდა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშებები.