ავსტრიის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნორბერტ ჰოფერი გამოვიდა წინადადებით – ვენის საერთაშორისო აეროპორტს ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის ნიკი ლაუდას სახელი მიენიჭოს, – იტყობინება Heute.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია 29 მაისს, ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა. აეროპორტის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ შესაბამისი წინადადება უკვე მიიღეს და მას აუცილებლად განიხილავენ. ავსტრიის დედაქალაქის აეროპორტი შეიძლება გახდეს პირველი, რომელსაც ფორმულა 1-ი პილოტის სახელი მიენიჭება.
დღეისთვის, ფორმულა 1-ის კალენდარში ორი ისეთი ტრასაა, რომლებიც ყოფილი პილოტების სახელს ატარებენ – ავტოდრომი მონრეალში ჟილ ვილნევის სახელობისაა, ავტოდრომს მეხიკოში კი ძმები როდრიგესების სახელი ჰქვია.