უეფას ბოლო სატელეფონო კონფერენციის შესახებ იტალიური გამოცემა „რეპუბლიკა“ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.
იტალიური გამოცემის ცნობით, უეფაში არსებობს ორი სცენარი, რომელზეც სერია „ა“-ს მაგალითი მოიყვანა. პირველი – თუ კორონავირუსის პანდემია სერია „ა“-ს გაგრძელების შესაძლებლობას არ მისცემს, მაშინ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სეზონზე იტალიას ავტომატურად წარადგენენ „იუვენტუსი“, „ლაციო“, „ინტერი“ და „ატალანტა“, რომლებიც საუკეთესო ოთხეულში არიან.
მაგრამ არის მეორე სცენარი – ჩემპიონატის დასრულება შეუძლებელი თუ იქნება, შესაბამისად, უეფა ბოლო სეზონის შედეგებს გააბათილებს. ანუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია გაითვალისწინებს გუნდების ადგილს არა მიმდინარე სეზონში, არამედ, უეფას რეიტინგში.
ამ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტა“ ადგილს დაკარგავს და მის ნაცვლად იტალიიდან ბოლო გათამაშებაში მეხუთე ადგილზე მყოფი „რომა“ ითამაშებს.