მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა „ტურ დე ფრანსი“ 2020 წელს შესაძლოა სამხრეთ კორეაში გადაიტანონ, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ წერს ფრანგული გამოცემა „პუენი“ (Le Point).
იტყობინებიან, რომ ფრანგული ველომარათონის ორგანიზატორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ქვეყნის მთავრობასთან რბოლის გამართვაზე და უკვე მიიღეს წინასწარი თანხმობა კორეის პრეზიდენტისგან ჟე-ინ მუნისგან. ამ უკანასკნელმა პოლიციური თანხლების გარანტია მისცა მონაწილეებს. ვარაუდობენ, რომ ტურ დე ფრანსის ხანგრძლივობა სამი კვირიდან ორამდე შემცირდება. რბოლა სტარტს დედაქალაქ სეულიდან აიღებს.