შესაძლოა, პრემიერლიგის დარჩენილი ნაწილი „უემბლიზე“ და ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე გაიმართოს
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია გამოვიდა წინადადებით – დაასრულოს პრემიერლიგის სეზონი „უემბლიზე“ და ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი „თაიმსი“.
აღნიშნავენ, რომ ეროვნული გუნდის ბაზაზე არის კარგი ხარისხის 13 მინდორი, რაც დღეში რამდენიმე მატჩის ჩატარების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მოთამაშეების განთავსება შეიძლება ბაზაზე, რითაც შემცირდება მგზავრობებისას კორონავირუსით დაავადების რისკი.
თუ პრემიერლიგის მატჩები გაიმართება „უემბლიზე“ და საწვრთნელ ბაზაზე, ეს შეამცირებს ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილის ჩასატარებელ დროს. იგეგმება, რომ მატჩები მაყურებლების გარეშე ჩაივლის.