შესაძლოა, „ნიუკასლი“ ფონსეკამ ჩაიბაროს #1TVSPORT
შესაძლოა, „ნიუკასლი“ ფონსეკამ ჩაიბაროს #1TVSPORT

„რომას“ ყოფილმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, შესაძლოა, „ნიუკასლი“ ჩაიბაროს,  – იუწყება Sky Sports.

გამოცემის ინფორმაციით, 48 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი სტივ ბრიუსის გათავისუფლების შემთხვევაში, ინგლისური კლუბის მწვრთნელობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

პაულო ფონსეკა წვრთნიდა ისეთ კლუბებს, როგორებიც „პორტუ“, „ბრაგა“, „შახტარი“ და „რომაა“.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლი“ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა და დიდი ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, ინგლისურ კლუბს მსოფლიო გრანდად გადაქცევის პერსპექტივას უწინასწარმეტყველებენ.