მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გააგრძელოს კონტრაქტი ესპანეთის ჩემპიონთან, კერძოდ, 2024 წლის ზაფხულამდე. ამის შესახებ გაზეთმა AS-მა დაწერა.
წყაროს ცნობით, 37 წლის ხორვატი არ დაასრულებს კარიერას, სანამ ფიზიკური კონდიციები მოსცემს თამაშის საშუალებას. მომდევნო წლის დასაწყისში მადრიდული კლუბი განიხილავს მოდრიჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას 2024 წლის 30 ივნისამდე.
აღნიშნავენ. რომ არც „რეალი“ და არც მოთამაშე არ ჩქარობს ამ საკითხზე. გარდა ამისა, ესპანეთის ჩემპიონს სურს, რომ მოდრიჩმა კარიერის ბოლომდე მადრიდში ითამაშოს და შემდეგ კლუბის სისტემაში იმუშაოს.