შესაძლოა, კავანი „რეალში“ გადავიდეს #1TVSPORT
შესაძლოა, კავანი „რეალში“ გადავიდეს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ედისონ კავანი, შესაძლოა, „სამეფო კლუბში“ ვიხილოთ, – იუწყება Fichajes.

ესპანური გამოცემის ცნობით, მადრიდელებისთვის ურუგვაელი ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დორტმუნდის ნორვეგიელი ვარსკვლავის, ერლინ ჰალანდის გადაბირებას ვერ შეძლებენ.

მიმდინარე სეზონში 35 წლის კავანიმ ინგლისური კლუბის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის ავტორი გახდა.

ურუგვაელი თავდამსხმელის კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება.