შესაძლოა, კავანი „დორტმუნდის“ რიგებს შეუერთდეს #1TVSPORT

19:44, 03.08.2022

ედისონ კავანის ტრანსფერით „დორტმუნდია“ დაინტერესებული და შესაძლოა, ურუგვაელმა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს, – იუწყება Bild.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი და გერმანული კლუბის წარმომადგენლები მოლაპარაკების პროცესში არიან და საბოლოო გადაწყვეტილება ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ედისონ კავანის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა და ინგლისური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მსგავსი