შესაძლოა, კახა ჩხეტიანი „ტორპედოში“ დაბრუნდეს #1TVSPORT
შესაძლოა, კახა ჩხეტიანი „ტორპედოში“ დაბრუნდეს #1TVSPORT

კახა ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სანდო წყარომ დაუდასტურა. 

თუმცა, ჯერ არავინ ადასტურებს, რომ ის ერთადერთი კანდიდატია. არიან სხვა მწვრთნელები და გავრცელებული ცნობის მიხედვით, ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მთავარი დამრიგებელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რადგან აშვეთიას შესაძლო შემცვლელ კანდიდატებთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2016 წლის სექტემბრიდან წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით იმერლებმა ერთხელ საქართველოს ჩემპიონობა, ხოლო ორ-ორჯერ საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოიპოვეს. ამასთან, „ტორპედომ“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად სწორედ მისი თავკაცობით ითამაშა. გუნდი კი ჩხეტიანმა 2019 წლის დეკემბერში დატოვა – მიხეილ აშვეთიამ სწორედ ის შეცვალა.

42 წლის სპეციალისტმა „დინამო თბილისი“ 2019 წლის ბოლოს ჩაიბარა, სადაც 2015 წელს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, მაგრამ შარშან ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანასთან“ (0:2) მარცხის შემდეგ გადადგა და მას შემდეგ უგუნდოდ არის.