აშვეთიამ წასვლისას „ტორპედოს“ პრობლემები ახსენა - ახალ მწვრთნელს ვურჩევ, პრობლემებზე ღიად ილაპარაკოს #1TVSPORT
აშვეთიამ წასვლისას „ტორპედოს“ პრობლემები ახსენა - ახალ მწვრთნელს ვურჩევ, პრობლემებზე ღიად ილაპარაკოს #1TVSPORT

მიხეილ აშვეთიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ქუთაისის „ტორპედოდან“ წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა. 

„დადგა ის მომენტი, როდესაც ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უნდა დავტოვო! მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში მედგა“, – წერს მიხეილა შვეთია.

მან გუნდში არსებული პრობლემები ახსენა: „იყო ბევრი პრობლემა, მოყოლებული გასული წლიდან. რაც შემეძლო, გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი! ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის „ტორპედოს“ დალაგებულიყოს ყველაფერი, როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება! არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება! მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში მედგა!“.

აშვეთიამ ახალ მთავარ მწვრთნელსაც მიმართა: „ახალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ! ერთ რჩევას მივცემ – ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და მოითხოვოს, რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად, თორემ ძალიან ძნელი იქნება!“.