შესაძლოა, ეს კვერნაძეს შეეხოს - ძერბინი „ფროსინონეში“ ბრუნდება #1TVSPORT
შესაძლოა, ეს კვერნაძეს შეეხოს - ძერბინი „ფროსინონეში“ ბრუნდება #1TVSPORT

ცნობილმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ „ნაპოლის“ სატრანსფერო ბაზრის უახლესი ამბებზე ინსტაგრამის საკუთარ პროფილზე დაწერა და გაირკვა, რომ ალესიო ძერბინი, შესაძლოა, „ფროსინონეში“ დაბრუნდეს, რაც უშუალოდ შეეხება გიორგი კვერნაძეს.

„მარჯვენა ფლანგზე „ნაპოლის“ პირველი კანდიდატი პასკუალე მაცოკია. ნეაპოლელები „სალერნიტანას“ თავდამსხმელში 1,5 მილიონი ევროს სთავაზობენ, მაგრამ ახალი დირექტორის, ვალტერ საბატინის მიერ მოთხოვნიული პირობები ტრანსფერს ანელებს.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, ნეაპოლელები ფიქრობენ „ტოტენჰემის“ საყრდენი ნახევარმცველის, 1995 წელს დაბადებული პიერ-ემირ ჰოიბიერგის დამატებას. განიხილება „ალ-ნასრში“ მოთამაშე კოტდივუარელი სეკო ფოფანას კანდიდატურაც, მაგრამ ფავორიტი ჰოიბერგია. მეორე მხრივ, შეიძლება საინტერესო იყოს „უდინეზეს“ საყრდენის, ლაზარ სამარჯიჩის ვარიანტიც, რომელიც ტაქტიკურად ზიელინსკისგან განსხვავდებოდა.

როგორც ჩანს, ალესიო ძერბინის წასვლის დროც დადგა. 1999 წელს დაბადებული გარემარბი ძალიან ახლოს არის „ფროსინონეში“ დაბრუნებასთან და აურელიო დე ლაურენტისის თანხმობას ელის. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც მზად არის „ნაპოლიდან“ წავიდეს, ალესანდრო ზანოლია: მაცოკის ჩამოსვლა არის შესაძლებლობა, რომ ზანოლი „ჯენოაში“ იჯარით გადავიდეს“, – წერს ჯანლუკა დი მარციო.

ალესიო ძერბინი მარცხენა ფლანგის შემტევია, ანუ იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც „ფროსინონეში“გიორგი კვერნაძეს (ძირითადად) იყენებენ. არ არის გამორიცხული, იტალიელი ფეხბურთელის გუნდში მისვლა ქართველი შემტევის იჯარით წასვლის წინაპირობა გახდეს, რაზეც ბოლო დროს იტალიურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა.