შესაძლოა, დავითაშვილმა „დიჟონის“ წინააღმდეგ ითამაშოს #1TVSPORT
შესაძლოა, დავითაშვილმა „დიჟონის“ წინააღმდეგ ითამაშოს #1TVSPORT

დავითაშვილი „ბორდოს“ ახალწვეულებს შორის ერთადერთი იყო, ვინც ბოლო ტურში „სენტ-ეტიენთან“ ვერ ითამაშა, მაგრამ შესაძლოა, პირველი მატჩი „დიჟონთან“ ჩაატაროს, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა France Bleu Gironde ავრცელებს.

„ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ პირველად, შესაძლოა, შაბათს „დიჟონის“ წინააღმდეგ ითამაშოს. ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ის გუნდის მეხუთე ახალწვეულია, მაგრამ ადმინისტრაციული პრობლემის გამო, ზურიკო დავითაშვილი ბოლო მატჩზე არ იმყოფებოდა. მან თავისი პირველი შეხვედრა „დიჟონის“ წინააღმდეგ შაბათს „მატმუტ ატლანტიკზე“ უნდა ჩაატაროს“, – წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის ტრანსფერის რეგისტრაცია სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო საათებში, პირველ სექტემბერს მოხერხდა. 21 წლის ქართველი გარემარბი ბათუმის „დინამოდან“ საფრანგეთში იჯარითაა გადასული და სავალდებულო შესყიდვის უფლებით არის გაფორმებული.

ფრანგული კლუბის ახალწვეული გუნდთან ერთად ვარჯიშობს, რომელმაც მისი გადასვლის შემდეგ უკვე ორი შეხვედრა გამართა, მაგრამ დავითაშვილი დღემდე დევიდ გიონის გუნდს იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო ვერ ეხმარება.

„ბორდო“ საკუთარ არენაზე „დიჟონს“ მე-9 ტურის შეხვედრაში მიიღებს. მატჩი ბორდოში 17 სექტემბერს გაიმართება.