შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი პეტერბურგში აღარ გაიმართოს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ფინალის რუსეთში, კერძოდ კი პეტერბურგში ჩატარების საკითხი გადაიხედება, – წერენ ევროპის წამყვანი გამოცემები. მიზეზად, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები სახელდება.
აღნიშნავენ, რომ პეტერბურგის ალტერნატივად ჩემპიონთა ლიგის ფინალის (რომელიც წელს, 28 მაისს უნდა გაიმართოს) ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ჩატარება იგეგმება და უეფა ყურადღებით აკვირდება უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებს.