ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოქმედი მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან „ბარსელონაში“ ვიხილოთ, – იუწყება El Nacional.
გამოცემის ინფრომაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ლუის ენრიკეს ჩავის შემცვლელად განიხილავს, თუ ეს უკანასკნელი კლუბს წარმატებას ვერ მოუტანს. ცნობილია, რომ ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების დატოვებას გეგმავს.
ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონას“ 2014-2017 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით, კატალონიურმა კლუბმა 10 ტიტული მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ბარსელონა“ ბოლოს (2015 წელს) სწორედ ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროს გახდა.