შესაძლოა, ანანიძემ ზამთარში „სპარტაკი“ დატოვოს
შესაძლოა, ანანიძემ ზამთარში „სპარტაკი“ დატოვოს

შესაძლოა, ზამთარში მოსკოვის „სპარტაკი“ ნახევარმცველებმა ჯანო ანანიძემ და აიაზ გულიევმა დატოვონ – ინფორმაციას რუსული ინტერნეტ-გამოცემა „სპორტ24“ ავრცელებს.

როგორც ინტერნეტ-გამოცემისთვის გახდა ცნობილი, ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში მოსკოველები შეეცდებიან, რომ ფეხბურთელებს კარიერის გასაგრძელებლად ვარიანტები შესთავაზონ.

ანანიძე მოსკოვის „სპარტაკში“ 2009 წლიდან გამოდის. ამ პერიოდის განმავლობაში, 27 წლის ქართველმა გუნდის ფორმით ყველა ტურნირზე 146 თამაში ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 17 პასი გააკეთა. მიმდინარე სეზონში კი ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგაში 6 თამაში ჩაატარა.