შესაძლო მეტოქეთა სია ოთხ გუნდამდე შემცირდა - „დინამოს“ მოწინააღმდეგე დღეს გაირკვევა #1TVSPORT
შესაძლო მეტოქეთა სია ოთხ გუნდამდე შემცირდა - „დინამოს“ მოწინააღმდეგე დღეს გაირკვევა #1TVSPORT

დღეს, უეფა-ს ოფისში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ჩემპიონის, „დინამო თბილისის“ მეტოქე გაირკვევა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა გაირკვა და სია ოთხ გუნდამდე შემცირდა. ეს გუნდებია – ბელარუსის ჩემპიონი სოლიგორსკის „შახტიორი“, აზერბაიჯანიდან – ბაქოს „ნეფთჩი“, ისრაელიდან – ჰაიფას „მაქაბი“, ხოლო ალბანეთიდან – „ტეუტა“.

„დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, წილისყრა კი 15 ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 6/7 და 13/14 ივლისს გაიმართება.