25 ქულის მოგროვება იოლი საქმე არ არის, თუმცა 17 წუთში ასეთი შედეგიანობა ნამდვილად დასაფასებელია. ამიტომაც დაწერა ესპანური პირველობის ოფიციალურმა საიტმა: „შერმადინი ამაღლებული, „ტენერიფე“ უძლეველია“.
გიორგის სრული სტასტისტიკა ასეთი იყო: 17 წუთი, 13-დან 9 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.
„ტენერიფეს“ 28 მატჩიდან 25 მოგებული აქვს და „რეალისა“ და „ბარსელონას“ შემდეგ მესამე ადგილზეა. ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 13 აპრილს „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.