შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის ტიტული სეზონში მესამედ მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის საუკეთესო კალათბურთელია. მან MVP-ის ტიტული „ბეტისის“ ამერიკელ ლეგიონერ შენონ ევანსთან გაიყო.
გიორგიმ 32 წუთი ითამაშა და 20 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
ევანსმა 38 წუთში 21 ქულას 15 პასი და 4 ჩაჭრა მიუმატა.
მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივეს თანაბარი ჰქონდა +32.
აღსანიშნავია, რომ შერმადინი ტურის MVP სეზონში უკვე მესამედ გახდა. მე-11 და 24-ე ტურებშიც საუკეთესო იყო, კარიერის განმავლობაში ეს ტიტული15-ჯერ აქვს მოპოვებული.