მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ბასკურ „ბილბაოს“ უმასპინძლა და ათქულიანი სხვაობით, 89:79 დაამარცხა.
გამარჯვება ვისი დამსახურებაა, სათაურიდანაც ჩანს: ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 19 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით იგი მატჩის საუკეთესო იყო – 26.
ფინელმა სალინმა 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 22 ქულით დაასრულა.
სამი ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ 2 მოგება აქვს. ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას მადრიდში „რეალის“ წინააღმდეგ 3 ოქტომბერს გამართავს.