შერმადინმა და სალინმა „ბილბაო“ გაანეიტრალეს [ვიდეო] #1TVSPORT

23:58, 25.09.2021

„შერმადინმა და სალინმა „ბილბაო“ გაანეიტრალეს“, – ასეთი სათაური აქვს ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას.

მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ბასკურ „ბილბაოს“ უმასპინძლა და ათქულიანი სხვაობით, 89:79 დაამარცხა.

გამარჯვება ვისი დამსახურებაა, სათაურიდანაც ჩანს: ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 19 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით იგი მატჩის საუკეთესო იყო – 26.

ფინელმა სალინმა 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 22 ქულით დაასრულა.

https://youtu.be/dtcYBU7eiNQ

სამი ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ 2 მოგება აქვს. ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას მადრიდში „რეალის“ წინააღმდეგ 3 ოქტომბერს გამართავს.

მსგავსი