შერმადინმა „ბარსელონას“ 17 ქულა ჩაუგდო - „ტენერიფე“ ფავორიტთან დამარცხდა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა გიორგი შერმადინმა. მისმა „ტენერიფემ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 60:75 დამარცხდა.
ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც კატალონიელებმა ვერ შეაჩერეს შერმადინი იყო. მან 25 წუთში 5-დან 5 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და მატჩი 17 ქულით დაასრულა. გარდა ამისა საქართველოს ნაკრების ცენტრის ანგარიშზე თითო მოხსნა-პასი დაფიქსირდა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით იგი მატჩის საუკეთესო იყო +23.
ამ მაჩვენებლით გიორგის ერთით ჩამორჩა ბარსელონელი ნიკოლა მიროტიჩი (22), რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.
„ტენერიფეს“ 13 ტურის შემდეგ 8 მოგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მეხუთე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს კუნძულელები 18 დეკემბერს მადრიდში „ფუენლაბრადას“ წინააღმდეგ გამართავენ.