გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დიდი წვლილი შეიტანა „ვალენსიას“ დამარცხებაში – 90:86. ქართველი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) დამსახურებულად გახდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ცხადია.
„ტენერიფეს“ 20 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება. შემდეგ ტურში ტენერიფელები სტუმრად, 3 აპრილს, „ბეტისს“ შეხვდებიან.