შერმადინი იგოკეასთანაც საუკეთესო იყო – 21 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე [ვიდეო] #1TVSPORT
სამიოდე დღის წინ დუდა სანაძის „ბორაცი“ ადრიატიკის ლიგაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის „იგოკეასთან“ დიდი სხვაობით დამარცხდა. ამ წაგებისთვის დუდას გამო რევანში გიორგი შერმადინმა აიღო – მისმა „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის J ჯგუფის მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე „იგოკეა“ 80:75 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა 20:10 წუთში 21 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო), 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 20-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
ის მხოლოდ სტუმართა გუნდის ამერიკელ მძიმე ფორვარდ ჯეკი კარმაიკლს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზე 26 ქულა და 26-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტია, მაგრამ ვინაიდან კანარიელებმა იმარჯვეს, MVP-ის ტიტული ჩვენებურს ერგო.
„ტენერიფე“ 3 მოგებით ჯგუფის ლიდერია და 31 მარტს რიგაში აუტსაიდერ ვეფ-ს დაუპირისპირდება.
📂 #BasketballCL Players
L 📁 Can stop @gioshermadini
L ⚠️ 404 error this file cannot be found#Road2Final8 I @CB1939Canarias pic.twitter.com/xDuf9B1cMP— Basketball Champions League (@BasketballCL) March 23, 2021