შერმადინის 12 ქულა და გამარჯვება „ბილბაოსთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
12:45, 22.04.2021
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ბილბაო ბასკეტი“ იოლად – 86:67 დაამარცხა და ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა ქართველი ცენტრი მატჩის MVP არ გამხდარა. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში, თუმცა მხოლოდ 16 წუთი ითამაშა.
შერმადინმა 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულა მოაგროვა. სხვა მონაცემები ნაკლებად ეფექტური ჰქონდა: 1 მოხსნა და 3 დაკარგვა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 8 შეადგინა. ამ მხრივ საუკეთესო ბრუნო ფიტიპალდო გახდა (18), ბომბარდირობა კი მარსელინიოუერტასმა გაიფორმა – 24 ქულა.
25 გამარჯვებითა და 6 მარცხით „ტენერიფე“ ესპანეთის პირველობაზე მესამე ადგილზეა. შემდეგი მატჩი შერმადინის გუნდს 24 აპრილს, ბადალონაში, „ხუვენტუდთან“ ელის.