გიორგი შერმადინის 11 ქულა ვალენსიაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ვალენსიას“ ესტუმრა და თანაბარ მატჩში 88:92 დამარცხდა.
ბოლო წამებზე ვალენსიელები მაქსიმალურად ცდილობდნენ შერმადინისთვის სივრცის შეზღუდვას. მასზე არაერთხელ დაჯარიმდნენ კიდეც. გიორგი კი საჯარიმოს ხაზიდან იშვიათად ცდებოდა.
საბოლოოდ მან 6-დან 5 საჯარიმო, 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 11 ქულას 4 მოხსნა მიამატა. მარგი ქმედების კოეფიციენტით გუნდში საუკეთესო იყო (18).
„ვალენსიას“ მოგებაში კი 22 ქულიანი წვლილი ჰერმანსონმა შეიტანა.
„ტენერიფეს“ 25 მატჩიდან 15 აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს 3 აპრილს „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.