შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში მარტის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის MVP-ად დაასახელეს.

ამ თვეში მისი საშუალო მონაგარი 17.2 ქულა და 6 მოხსნაა. იგი ორქულიანებს 77-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნიდა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 24.4 ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად 2021 წელს დასახელდა.