სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სოფელ ატოცთან მავთულხლართების უკანონო მონტაჟი შეჩერებულია
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სოფელ ატოცთან მავთულხლართების უკანონო მონტაჟი შეჩერებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონოდ გაკეთებულ ბოძებზე ​ამონტაჟებდნენ მავთულხლართებს და გარკვეული ტერიტორია იქნა გადაღობილი.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, პროცესი შეჩერებულია.

„მიმდინარეობდა უკანანო ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსული საოკუპაციო ძალა ახორციელებს, ამ წუთისთვის ეს პროცესი შეჩერებულია. ეს არის პირველ რიგში რუსული მხარის პროვოკაცია, რომელსაც ხშირად მიმართავს. ეს მიმართულია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს ასარევად. ყოველთვის დაძაბულობაში უნდა რუსეთს რომ ამყოფოს ადგილობრივი მოსახლეობა და მთელი ქვეყანა, რაც მიმართულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. სახელმწიფო უწყებები 24-საათიან რეჟიმში თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს და მაქსიმალურს ვაკეთებთ ამ უკანონობის შესადარებლად.

საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ინფორმირებულია, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც. კონკრეტულად კრავდნენ ე.წ. მავთულებს უკანონოდ გაკეთებულ ბოძებზე და გარკვეული ტერიტორია იქნა გადაღობილი“,- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.