შენგელიას საუკეთესო მატჩი თურქეთში - გოლი, საგოლე და აკიდებული პენალტი „ტრაბზონთან“
შენგელიას საუკეთესო მატჩი თურქეთში - გოლი, საგოლე და აკიდებული პენალტი „ტრაბზონთან“

ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში გაიტანა, მისმა გუნდმა „კონიასპორმა“ კი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან შენგელია სათადარიგოებში იყო, მაგრამ მოედანზე 39-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშის მსვლელობაზე დიდი გავლენა მოახდინა.

თურქეთის სუპერლიგის ეს მატჩი ნამდვილი ტრილერის სცენარით წარიმართა. „კონიასპორი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ტრაბზონსპორს“ შეხვდა და მატჩის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე 1:3 აგებდა. ვითარება ლევან შენგელიას გოლმა შეცვალა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე 39-ე წუთზე გამოჩნდა, გოლი კი 81-ე წუთზე საჯარიმოდან დარტყმით, ძალიან ეფექტურად გაიტანა.

ამან „კონიასპორი“ გამოაფხიზლა და მასპინძლების კარი კიდევ ორჯერ აიღო, რაშიც მთავარი როლი ისევ ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა. ჯერ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც 88-ე წუთზე ნიეც სკუბიჩმა გაიტანა, გადამწყვეტი გოლი კი 90+1-ე წუთზე როჯეირო ტურამმა ისევ შენგელიას გადაცემით გაიტანა და „კონიასპორმა“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა – 3:4.

33 ტურის შემდეგ „კონიასპორმა“ 36 ქულა დააგროვა, მე-13 პოზიციაზე დაწინაურდა და ლიგიდან გავარდნას გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ეს შენგელიასთვის სეზონში მეორე გოლი იყო.