შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც მოსკოველებმა 32:20 იმარჯვეს. მეოთხე რაუნდს შენგელიას გუნდი 7-ქულიანი უპირატესობით შეხვდა და მისი შენარჩუნება კარგად მოახერხა.
თორნიკემ გამარჯვებაში 14-ქულიანი წვლილი შეიტანა. მისი სრული მონაგარი ასეთი იყო: 18 წუთი, 7-დან 4 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი, თითო მოხსნა-პასი.
29 ტურის შემდეგ, 19 მოგებით ცსკა სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს „მილანთან“ და „ეფესთან“ იყოფს.