შენგელიას 14 ქულა და გამარჯვება მადრიდის „რეალთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
შენგელიას 14 ქულა და გამარჯვება მადრიდის „რეალთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

ევროლიგის 29-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მადრიდს ესტუმრა და „რეალთან“ 89:96 გაიმარჯვა.

შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც მოსკოველებმა 32:20 იმარჯვეს. მეოთხე რაუნდს შენგელიას გუნდი 7-ქულიანი უპირატესობით შეხვდა და მისი შენარჩუნება კარგად მოახერხა.

თორნიკემ გამარჯვებაში 14-ქულიანი წვლილი შეიტანა. მისი სრული მონაგარი ასეთი იყო: 18 წუთი, 7-დან 4 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი, თითო მოხსნა-პასი.

29 ტურის შემდეგ, 19 მოგებით ცსკა სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს „მილანთან“ და „ეფესთან“ იყოფს.