შენგელიას 12 ქულა სანაკრებო მატჩების წინ - „ვირტუსმა“ „მილანო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
01:34, 10.11.2022
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაზე მე-7 შეხვედრა გამართა, სადაც იტალიურ დერბიში „მილანოს“ დაუპირისპირდა და მე-3 გამარჯვება მოიპოვა 64-59.
ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. შენგელიამ 20:30 წუთი ითამაშა და ამ დროში 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი გამოიყენა.
VITTORIA ⚪️⚫️
La Segafredo con un 41-18 a cavallo tra secondo e terzo quarto sbanca il Forum di Milano 😎
შეხვედრა „მილანოს“ დიდი უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი „ვირტუსმა“ 11 ქულით წააგო. დიდ შესვენებამდე შენგელიას გუნდმა თამაში შემოატრიალა და 4 ქულით წინ გასვლაც მოახერხა. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ვირტუსმა 8 ქულით მოიგო და საბოლოო ჯამში, 5 ქულით გაიმარჯვა. საუკეთესო 15 ქულით მილოშ ტეოდოსიჩი იყო, „ვირტუსიდან“ თორნიკეზე მაღალი შედეგი ჰქონდა ასევე ჯორდან მაიკს – 14 ქულა, „მილანოდან“ კი ნაზ მიტრუ-ლონგი 13 ქულით გამოირჩა.
„ვირტუს ბოლონია“ შემდეგ მატჩს ევროლიგაზე 17 ნოემბერს „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს. თორნიკე შენგელია კი საქართველოს ნაკრებს ისლანდიაში შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 11 ნოემბერს ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.