შენგელიას 12 ქულა სანაკრებო მატჩების წინ – „ვირტუსმა“ „მილანო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

01:34, 10.11.2022

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაზე მე-7 შეხვედრა გამართა, სადაც იტალიურ დერბიში „მილანოს“ დაუპირისპირდა და მე-3 გამარჯვება მოიპოვა 64-59.

ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. შენგელიამ 20:30  წუთი ითამაშა და ამ დროში 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი გამოიყენა.

შეხვედრა „მილანოს“ დიდი უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი „ვირტუსმა“ 11 ქულით წააგო. დიდ შესვენებამდე შენგელიას გუნდმა თამაში შემოატრიალა და 4 ქულით წინ გასვლაც მოახერხა. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ვირტუსმა 8 ქულით მოიგო და საბოლოო ჯამში, 5 ქულით გაიმარჯვა. საუკეთესო 15 ქულით მილოშ ტეოდოსიჩი იყო, „ვირტუსიდან“ თორნიკეზე მაღალი შედეგი ჰქონდა ასევე ჯორდან მაიკს – 14 ქულა, „მილანოდან“ კი ნაზ მიტრუ-ლონგი 13 ქულით გამოირჩა.

„ვირტუს ბოლონია“ შემდეგ მატჩს ევროლიგაზე 17 ნოემბერს „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს. თორნიკე შენგელია კი საქართველოს ნაკრებს ისლანდიაში შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 11 ნოემბერს ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი