შენგელიამ თურქეთში ისევ გაიტანა - „კონიასპორმა“ არველაძეების გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
შენგელიამ თურქეთში ისევ გაიტანა - „კონიასპორმა“ არველაძეების გუნდი დაამარცხა #1TVSPORT

ლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. ეს სუპერლიგის 39-ე ტურში მოხდა – ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „კონიასპორმა“ „კარაგუმრუკი“ 5:1 დაამარცხა.

ამ გუნდის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაზეა, ხოლო გუნდში ვატო არველაძე ირიცხება, რომელიც ტრავმის გამო არ თამაშობდა. ლევან შენგელია „კონიასპორის“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მოედანზე მხოლოდ 67-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ მატჩის საფინალო სასტვენამდე თავის გამოჩენა მაინც მოახერხა.

ქართველმა ფეხბურთელმა გოლი კონტრშეტევაზე გაიტანა. ბოლო წუთებში „კარაგუმრუკი“ ანგარიშის შემცირებას ცდილობდა, როდესაც იერიში ბოსნიელმა არმან რაჰმანოვიჩმა წამოიწყო და მშვენიერი პასით კარის წინ შენგელია მოძებნა, ლევანმა მეკარე მოატყუა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „კონიასპორმა“ 5:1 მოიგო.

ამ გამარჯვებით შენგელიას გუნდმა 45 ქულა დააგროვა და მეთერთმეტე ადგილზეა, ხოლო „კარაგუმრუკი“ 51 ქულით მეათეზეა. ქართველმა თავდამსხმელმა 31 მატჩში მე-5 გოლი გაიტანა, პლუს მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა.